საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
სერგი დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი
პროკარიოტებისა და საფუვრების ლაბორატორია

  მთავარი


shes
mas

 

a-1
a-2
a-3
a-4
a-5
a-6
a-7
a-8
a-9


sed
das
sem

 

chven
pub


 

 

 

 

 

 

 

 

 


ამოცანა 6

სხვადასხვა ხილის პრობიოტიკული წვენის დასამზადებლად მიკროორგანიზმების
კონსორციუმების შექმნა და გამოყენება

 

ატმის და შავქლიავას წვენის მომზადება შემდგომი კვლევებისათვის
ატმისა და შავქლიავას შეგროვილი ნიმუშებიდან მომზადდა ხილის წვენები. ხილი გაირეცხა და Bosch-ის წვენსაწურის გამოყენებით (გერმანია) გამოწურული წვენები ცალ-ცალკე გაიფილტრა მარლაში. ნატურალური წვენები ჩაისხა კოლბებში 250 მლ-ის ოდენობით, რის შემდეგაც მოხდა მათი სტერილიზაცია 121˚C ტემპერატურაზე 15 წთ და შენახულ იქნა მაცივარში 4 ˚C-ზე (სურათი 1).  


სურ. 1. ლაბორატორიაში დამზადებული ატმისა და შავქლიავას წვენები


საწყისი მიკრობული კულტურის მომზადება წვენების ფერმენტაციისთვის

შესწავლილი იქნა შერჩეული 4 შტამის (Lactobacillus casei G51, Lactobacillus casei G91, Lactobacillus plantarum  G99 და Lactobacillus plantarum  G101)  ურთიერთდამოკიდებულება. აგარში დიფუზიის მეთოდით შერჩეული შტამების ზრდის ზონების ინჰიბირება არ გამოვლინდა, რაც მიუთითებს, რომ შერჩეული შტამების თანაარსებობა არ იყო ანტაგონისტური. მიღებულმა შედეგებმა საშუალება მოგვცა შტამების გამოყენებით შეგვექმნა  კონსორციუმები.

წვენების ფერმენტაციისთვის რძემჟავა ბაქტერიების პრობიოტიკურ თვისებებზე დაყრდნობით შერჩეული 4 შტამის (Lactobacillus casei G51, Lactobacillus casei G91, Lactobacillus plantarum  G99; Lactobacillus plantarum  G101) გამოყენებით შეიქმნა სხვადასხვა შტამის თანაბარი რაოდენობის შემცველი 2 კონსორციუმი.

კონსორციუმი I: Lactobacillus casei G91 + Lactobacillus plantarum  G99

კონსორციუმი II: Lactobacillus casei G51 + Lactobacillus plantarum  G101.

 

 

 

 

 

 

გვერდის დასაწყისი